• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

სამგორის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 40 კვ.მ ფართობი.

ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თეგები :

×