• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

"რუსთავი 2"-ს ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე - კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანის ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩა. ეს სწორედ ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა უნდა მისცეს ხმა. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო. პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია. 


თეგები :