14:44:58     30-04-2024
ZEG - ამბის თხრობის ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა იწყება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ გაერთიანდებიან: გაგვიზიარონ შთამაგონებელი და უნიკალური ამბები.
ZEG-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მნიშვნელოვანი ამბები ჩვენამდე მოიტანონ. შესაბამისად, ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი საქმიანობისთვის იპოვით.
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, დღეს 30 აპრილს, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით.
1 მაისიდან, თიბისი კონცეპტის Visa ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი Visa ბარათებზე 10%-იანი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება Tkt.ge-ზე.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Radio Free Europe/Radio Liberty, IFPIM, Visa, IREX, ROOMS, Honore, Windfor's, Jujuna Wine.