• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მიკრობლოგ "ტვიტერით" გამოეხმაურა.

"ვაკვირდები საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სამრეკლო და ჭერი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრე-მაშველების თქმით, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან.


თეგები :