• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

"კვარაცხელიას გარდაცვალება ადამიანის უფლებათა ანგარიშში აისახება"

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ოკუპირებულ გალში კვარაცხელიას საეჭვო გარდაცვალების ფაქტს საშინელი უწოდა და განაცხადა, რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ამის შესახებ უილსონმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ამერიკელი დიპლომატის თქმით, მომხდარი ფაქტი ადამიანის უფლებათა შემდგომ ანგარიშში აუცილებლად აისახება. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილსა და როს უილსონს შორის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა გალში ირაკლი კვარაცხელიას ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალება იყო.


თეგები :

×