• თბილისი
  • 14°C
  • 21 მარტი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი წარუდგინა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი განსახილველად წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე – 12 მუხლის მე – 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.

სალომე ზურაბიშვილმა ზემოთ ხსენებული კანდიდატები, 10 იანვარს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

თეგები :

×