• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"სასჯელაღსრულების სისტემაში არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს"

მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს, მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს, ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ, მაქვს სურვილი ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მყარად დგას პროგრესისა და რეფორმების გზაზე.

„მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს, მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს, ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ, მაქვს სურვილი ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. ვფიქრობ, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, ეს კიდევ უფრო მყარი შედეგები გახდეს, რათა მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ამომრჩევლის წინაშე კიდევ ერთხელ წარვდგებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.