• თბილისი
  • 14°C
  • 23 აპრილი, 2019
article

ვინ არის მამაკაცი, რომლის მანქანაც თბილისის ცენტრში ჩაცხრილეს?

„კურიერის“ ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც თბილისის ცენტრში ჩაცხრილეს, 1982 წელს დაბადებულ  თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნოდა.

„რუსთავი 2“-სთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი საჩხერეში ცხოვრობს. 

შეგახსენებთ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, ავტომობილი ჩაცხრილეს. მანქანა მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მას ესროლეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მაქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა. 

დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა. თვითმხილველების ინფორმაციით, 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

თეგები :

×