"ვინც წლების და თუნდაც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს „ძარცვავდა“, გაცილებით უფრო მაღალი ტარიფი დაეკისრება"
"ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მოისურვებს „თამაშს“ სასამართლოს სასაცილო გადაწყვეტილების გამო, განსაკუთრებით მათ, ვინც წლების და თუნდაც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს „ძარცვავდა“, გაცილებით უფრო მაღალი ტარიფი დაეკისრება, ვიდრე ის, რაზეც ახლახან შეთანხმდნენ“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ სცნო.