"ქართული ლეგიონი ამაყობს, რომ სწორედ ჩვენ გვხვდა წილად, პირველებს, ან ერთ-ერთ პირველებს, დავხვედროდით მტერს გოსტომელის აეროპორტში"
„2022 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით დილის 8 საათზე, ქართული ლეგიონის ნაწილმა გოსტომელის აეროპორტში ბრძოლა მიიღო. ეს იყო პირველი Ка-52 ტიპის ვერტმფრენები, რომლებსაც ჩვენ დავხვდით. და ეს იყო სრულმასშტაბიანი ომის პირველი ბრძოლის დასაწყისი.
ქართული ლეგიონი ამაყობს, რომ სწორედ ჩვენ გვხვდა წილად, პირველებს, ან ერთ-ერთ პირველებს, დავხვედროდით მტერს გოსტომელის აეროპორტში. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ ომს ბოლომდე - უკრაინის გამარჯვებამდე!" - წერს სოციალურ ქსელში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი.