მსოფლიო / 25-11-2025 / 54 Views

"ვაფასებთ, რომ მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მზადაა, დაგვეხმაროს და ამერიკული მხარე კონსტრუქციულია"

"ჩვენი დელეგაცია დღეს ამერიკულ მხარესთან და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟენევიდან დაბრუნდა და ახლა ომის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გეგმა შეიძლება ქმედითი გახდეს.

ამ დროისთვის, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, ნაკლები პუნქტია, აღარ არის 28 და მასში ბევრი რამ სწორად არის გათვალისწინებული. ჯერ კიდევ არის რაღაც - რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ - ეს ძალიან რთულია - საბოლოო დოკუმენტის შესაქმნელად ჩვენ ყველაფერი ღირსეულად უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ ვაფასებთ, რომ მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მზადაა, დაგვეხმაროს და ამერიკული მხარე კონსტრუქციულია. სინამდვილეში, გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები მიმდინარეობდა, ეს რთული, უკიდურესად დეტალური სამუშაო იყო.

ჩვენმა გუნდმა დღეს ახალი ნაბიჯების პროექტის შესახებ ახალი ანგარიში წარადგინა და ეს ნამდვილად სწორი მიდგომაა - მგრძნობიარე საკითხებს პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილავ. უკრაინა არასდროს დააბრკოლებს მშვიდობას - ეს ჩვენი პრინციპია, საერთო პრინციპი. ღირსეულ მშვიდობას მილიონობით უკრაინელი ელის და იმსახურებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად ვიმუშაოთ" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.