"ჩვენ უნდა განვსაზღვროთ უკრაინის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლება არავის აქვს"
„ჩვენ მზად ვართ, ვიმოძრაოთ ნამდვილი მშვიდობისკენ და ამას ყოველთვის ვამბობდით, მაგრამ, ნება მომეცით, გამოვყო ჩვენი ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტები.
თქვენ იცით, რომ ომის პირველივე დღიდან უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ, რომელიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ღირსებას. უკრაინა მზადაა ომის დასრულების შესახებ არსებითი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე.
ამავდროულად, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ უკრაინის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლება არავის აქვს – არც ფიზიკურად, არც იურიდიულად და არც მორალურად. არანაირი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის სამართლებრივი აღიარება; არანაირი შეზღუდვა უკრაინის თავდაცვის ძალებზე; არანაირი ვეტო უკრაინის უფლებაზე, აირჩიოს მომავალი ალიანსები. ნებისმიერი ნამდვილი სამშვიდობო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მკაფიო პრინციპს: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე" - უკრაინის რადას სპიკერი,რუსლან სტეფანჩუკი.