უკრაინელი ჰაკერების განცხადებით, რუსეთში დრონების მწარმოებელი ქარხნის საიდუმლო ბაზები გატეხეს და დრონები დანაღმეს
რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, "ალაბუგას" განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ოფიციალურ პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა. პასუხისმგებლობა უკრაინულმა დაჯგუფება "შავმა ნაპერწკალმა" აიღო - გატეხეს მონაცემთა ბაზები და სრულად ჩამოტვირთეს კონფიდენციალური მონაცემები .
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჰაკერები ამტკიცებენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ საწარმოს დახურულ ციფრულ ქსელში და მოიპოვეს თანამშრომლებისა და მათი ნათესავების საცხოვრებელი მისამართები, ასევე იმპორტირებული ელექტრონული კომპონენტების მიწოდების ჯაჭვების საიდუმლო სქემები.
კიბერდაჯგუფების განცხადებითვე, კამიკაძე-დრონების ბოლო პარტიებში, ჩაამონტაჟეს ასაფეთქებლები, რომლებიც დრონების გაშვებისას ადგილზევე განიცდიან დეტონაციას.
ჰაკერების განცხადებით, ეს არის შურისძიება ადგილობრივი კოლეჯის არასრულწლოვანი სტუდენტების იძულებითი შრომის გამო, რომლებსაც ქარხანაში საბრძოლო ტექნიკის ასაწყობად იყენებენ.