მოლაპარაკების ახალი ეტაპი - აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დოჰაში გაემგზავრა.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დოჰაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები სამშაბათს დოჰაში შეხვედრას გაართავენ. ა
CNN-ს ინფორმაციით, ბოლო დროს მხარეების მიერ გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებული ტექნიკური მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.