უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება.
ბრიტანული მედიის რუსულენოვანი გამოცემის ცნობით, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი "არსებული ოპერაციული სიტუაცია" გახდა. უწყება არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს "ოპერაციული სიტუაცია" და კონკრეტულად რამ იქონია აღლუმის გეგმებზე გავლენა.
ამავე დროს, აღლუმის საჰაერო ნაწილი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას რუსული საბრძოლო თვითმფრინავი - SU-25 მიიღებს.