რუსული ინტერნეტ არხების მტკიცებით, გასულ ღამეს უკრაინა რუსეთს 100-მდე დრონით დაესხა თავს
რუსული ინტერნეტ არხების მტკიცებით, გასულ ღამეს უკრაინა რუსეთს 100-მდე დრონით დაესხა თავს.
მათი ცნობით, 29 აპრილს, გამთენიისას რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 98 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
დრონებით თავდასხმა დაფიქსირდა ასტრახანში, ბელგოროდში, ვოლგოგრადში, ვორონეჟში, კურსკში, როსტოვში, სარატოვში და ანექსირებულ ყირიმში.
თავდასხმების გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, მოგვიანებით კი ისევ აღადგინა.