მსოფლიო / 04-06-2026

უკრაინამ და უნგრეთმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის გამოც ბუდაპეშტი უკრაინის EU-ში გაწევრიანებას აღარ შეაფერხებს

"უნგრეთის პრემიერის, პიტერ მადიარის განცხადება უკრაინასა და უნგრეთს შორის უმცირესობების უფლებების შესახებ შეთანხმებაზე უკრაინის EU-ში გაწევრიანების პროგრესისკენ ხსნის გზას" - ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა გააკეთა.

კოსის თქმით, წევრ სახელმწიფოებს ექნებათ საშუალება, მუშაობა გააგრძელონ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით.

მანამდე მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინამ და უნგრეთმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის გამოც ბუდაპეშტი უკრაინის EU-ში გაწევრიანებას აღარ შეაფერხებს.