უკრაინამ 7-მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სადაზვერვო და დამრტყმელი იშვიათი დრონი „ორიონი“ გაანადგურა
უკრაინამ 7-მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სადაზვერვო და დამრტყმელი იშვიათი დრონი „ორიონი“ გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა „მაგურა“ ავრცელებს.
ბრიგადის განცხადებით, „ორიონი“ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური, საშუალო სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო აპარატია, მისი ღირებულება კი დაახლოებით 7 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, ფრენის ჩაჭრა 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა „მაგურას“ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა, Sky Wars-მა განახორციელა.