"წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით"
"ძვირფასო ძმებო და დებო, დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე!
თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით..." - პატრიარქი შიო მესამე.