"დაგეგმილია მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-თან შეხვედრა"
"დღეს ბრიტანეთში ვარ. დაგეგმილია ჩვენი ორმხრივი მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან და შეხვედრა ფორმატში „E3 პლუს უკრაინა“: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი.
ჩვენმა გუნდებმა უკვე შინაარსიანად იმუშავეს ყველა შეხვედრის მომზადებაზე. ახლა მნიშვნელოვანია ყველაფრის დეტალურად განხილვა და საკვანძო საკითხების ლიდერების დონეზე შეთანხმება.
მთავარი ფოკუსი - ჩვენი ომში დაცვა, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით მეტი თანამშრომლობა და დიპლომატიურ პერსპექტივებზე ჩვენი საერთო ხედვა: ევროპა უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში და უნდა იყოს ძლიერი. ასევე ხვალისთვის დაგეგმილია მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-თან შეხვედრა.
მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს და ჩვენს ყველა პარტნიორს, რომელიც რეალური ნაბიჯებით გვეხმარება სიცოცხლის დაცვის გაძლიერებასა და აგრესიის გაზრდის გამო რუსეთზე ზეწოლის გაზრდაში. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.