ტექნოლოგიები / 08-06-2026

"რუსებმა კვლავ მიიტანეს იერიში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე"

"დღეს რუსებმა კვლავ მიიტანეს იერიში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე. შაჰიდებმა ცენტრალიზებული გამოყენებული საწვავის შესანახი ობიექტის ერთ-ერთ შენობას დაარტყეს. ეს არის უაღრესად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და უკიდურესად ვერაგული რუსული თავდასხმა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და ყველა ჩვენი სამსახური უკვე მუშაობს იმაზე, რომ თითოეულმა პარტნიორმა იცოდეს, რა მოხდა.

რუსეთმა მიზანმიმართულად დაარტყა სწორედ ბირთვული ინფრასტრუქტურის ამ ობიექტს. ამ დროისთვის რადიაციული ფონის ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება. თუმცა, ცალსახად გადაჭარბებულია რუსული თავხედობის ყოველგვარი, ისედაც დიდი ხნის წინ გადალახული საზღვარი. უკრაინელმა მაშველებმა დარტყმის შემდეგ ამ ობიექტზე ხანძარი ჩააქრეს. ახლა მსოფლიოს მხრიდან რეალური ახალი ნაბიჯებია საჭირო, რათა რუსებმა იგრძნონ, რომ მათი ეს ტერორისტული ომი – თავად რუსეთისთვისვე იქნება დარტყმა.

ღამით რუსული დარტყმები განხორციელდა სხვა სამოქალაქო ობიექტებზეც ჩვენს 13 ოლქში. საერთო ჯამში, კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 88 რაკეტა, 3250-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და დაახლოებით 1800 მართვადი საავიაციო ბომბი გაუშვა. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“ - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება.