მსოფლიო / 27-11-2025 / 63 Views

"ცხოველი, რომელმაც ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრა, თავადაც მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის"

"ცხოველი, რომელმაც ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრა, თავადაც მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის... ეროვნული გვარდიის დაჭრილი წევრები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან და ისინი ამჟამად ორ სხვადასხვა საავადმყოფოში იმყოფებიან.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდი ეროვნული გვარდია და ჩვენი ყველა სამხედრო და სამართალდამცავი ორგანო. ესენი ნამდვილად შესანიშნავი ადამიანები არიან. მე, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ყველა, ვინც დაკავშირებულია პრეზიდენტის ოფისთან, თქვენთან ვარ!" - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ეროვნული გვარდიის ორივე წევრი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.