"ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება"
"ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს.
შემიძლია გაცნობოთ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან - ჯოჯოხეთის ჯურღმულიდან შემოვიდა" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მომხდარი სროლის კომენტირებისას, როდესაც უცნობმა პირმა, ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლა. ოირვე საავადმყოფოში გარდაიცავალა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.