მსოფლიო / 27-11-2025 / 64 Views

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა, უკრაინაში, ომის დასაწყისიდან დღემდე, 1,169,690 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,140 ჯარისკაცი და 2 თვითმფრინავი დაკარგა.

როგორც უკრაინის გენშტაბი იუწყება, რუსებმა ომის დასაწყისიდან დღემდე, 1,169,690 ჯარისკაცი დაკარგეს. ასევე, განადგურდა 11,373 რუსული ტანკი, 23,628 ჯავშანმანქანა, 34,709 საარტილერიო სისტემა, 1,550 ერთეული ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა, 1,253 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 430 თვითმფრინავი, 347 ვერტმფრენი, 85,174 დრონი, 28 გემი, 1 წყალქვეშა გემი, 68,351 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი.