ბიზნესი / 27-11-2025 / 61 Views

საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის - AI სტიპენდიის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა. 

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის  30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლებმა  ონლაინ შეხვედრა გამართეს,  რომელშიც მონაწილეობა 50-მდე AI -ით დაინტერესებულმა ქალმა მიიღო.

ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა:

  • დაინტერესებულმა პირმა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე;
  • დაწეროს სამოტივაციო წერილი;
  • დაელოდოს პასუხს გასაუბრების თაობაზე.

რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში,  სია  ასე გამოიყურება: 

  • სმარტ აკადემია – Smart Academy;
  • თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
  • ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
  • ეჯაილ სქული – AgileSchool;
  • სქილვილი – Skillwill;
  • სქეილაფი – ScaleUp.

 

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია