მსოფლიო / 07-04-2026

The Times-ის ინფორმაციით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ

The Times-ის ინფორმაციით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ.

გამოცემის ინფორმაციით, ამის თაობაზე დიპლომატიურ ჩანაწერშია აღნიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს:

„მოჯთაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობს და რეჟიმის რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია" - წერია დოკუმენტში.