სოც. მედია / 07-04-2026

"თუ რუსეთი მზად იქნება შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს…"

"თუ რუსეთი მზად იქნება შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს…

რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არაერთხელ შევთავაზეთ, ყოველ შემთხვევაში, აღდგომისთვის, წლის ამ განსაკუთრებულ დროს. მაგრამ მათთვის ყველა დრო ერთნაირია. მათთვის არაფერია წმინდა.

ჩვენი გრძელვადიანი სანქციები კვლავ ძალიან ეფექტურია და რეალურად ამცირებს რუსეთის შემოსავლებს. პირველ რიგში, ეს არის ნავთობიდან შემოსავლები. მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები აიძულებს რუსეთს, განიხილოს ომიდან გასვლის სცენარი" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.