"პუტინთან უკრაინაზე და ცოტა ირანზეც ვისაუბრე, ვფიქრობ, რომ მას გამოსავლის დანახვა სურს და ეს კარგია"
"პუტინთან უკრაინაზე და ცოტა ირანზეც ვისაუბრე, ვფიქრობ, რომ მას გამოსავლის დანახვა სურს და ეს კარგია. მან მითხრა, რომ სურდა ჩართული ყოფილიყო [ურანის] გამდიდრებაში თუ ჩვენ დავეხმარებოდით მის მიღებაში, მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მერჩივნა, უკრაინის ომის დასრულებაში ყოფილიყო ჩართული. ჩვენ არ მივცემთ ირანს უფლებას, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ჩვენ გავანადგურეთ მათი ფლოტი, ავიაცია, რადარული სისტემა, ყველაფერი, რაც ჰქონდათ, ძალიან ცოტა რაოდენობის რაკეტები დარჩათ.
ჩვენ რაკეტების საწარმოების 80% გავანადგურეთ და თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, დარჩენილსაც მალე მივაყოლებთ. მათ ვერ ექნებათ ბირთვული იარაღი და ეს იციან, ეს ყველამ იცის, ამის შესახებ ვისაუბრეთ, მას [პუტინს] სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ცეცხლის შეწყვეტაზეც ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს გააკეთოს, არ განუცხადებია? მე ვთხოვე, თუნდაც ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ძალიან ბევრი ხალხი კვდება.
ჩვენ უკრაინის ომზე ბევრი ვისაუბრეთ, მას სურდა, რომ დახმარება შემოეთავაზებინა, მე ვუთხარი, სანამ მე დამეხმარები, მინდა, შენი ომი დაასრულო. მე ვფიქრობ, რომ ის შეთანხმების გასაფორმებლად მზად არის, მგონია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მას შეთანხმების გაფორმება გაურთულა... არ ვიცი რომელი ომი უფრო სწრაფად დამთავრდება, ეს საინტერესო შეკითხვაა" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.