"აშშ-ს ირანთან ომი 25 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა"
"აშშ-ს ირანთან ომი 25 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა" - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა, ომის მდივნის მოადგილემ ფინანსურ საკითხებში, ჟიულ ჰარსტმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ჰარსტის განცხადებით, თანხის დიდი ნაწილი საბრძოლო მასალებზე, ოპერაციის წარმოებასა და სათადარიგო აღჭურვილობებზე დაიხარჯა.
ჰარსტის თქმით, ომის სრული ხარჯების შეფასების შემდეგ დამატებითი კანონპროექტი მომზადდება, რომელიც კონგრესს წარედგინება.