"პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ პუტინი არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში"
„ხალხი ამბობს, თქვენ პუტინთან თანამშრომლობა არ შეგიძლიათ არც ერთ საკითხზე, რადგან არ ეთანხმებით მის უკრაინაში შეჭრას. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ პუტინი არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ჩვენ შევეცდებით ვიმუშაოთ და ეს დავასრულოთ, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს თანამშრომლობის გარკვეული სფეროები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის…
ტრამპის დამოკიდებულება ასეთია, ჩვენ ალიანსებზე ვსაუბრობთ. შეიძლება გვქონდეს ქვეყანა, სადაც ჩვენი ინტერესების 90%-ს ვეთანხმებით, მაგრამ საკითხების 10%-ზე ვერ ვთანხმდებით. ამასობაში, შესაძლოა, რუსეთს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე შეიძლება შევთანხმდეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტური რეორიენტაციაა“ - ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.