სამართალი / 06-02-2026

ე.წ. კანონიერი ქურდის "ჯვარსკის" დედას მანანა ლიპარტელიანს, ძმას ავაზ ხონელიძესა და კიდევ 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ე.წ. კანონიერი ქურდის "ჯვარსკის" დედას მანანა ლიპარტელიანს, ძმას ავაზ ხონელიძესა და კიდევ 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს .

დაცვის მხარე ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად სასამართლოს გირაოს სთავაზობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით ჯამში 45 პირი დააკავეს, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდის რევაზ უბილავას, იგივე "ჯვარსკის" დედა და ძმა.

შსს აცხადებს, რომ დაკავებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.