პატრიარქი საავადმყოფოში გადაიყვანეს
"ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდა ამისთვის. ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის.
ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - მიმდინარეობს დაკვირვება და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა, დაკვირვება გაგრძელდება" - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
"პატრიარქი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა - ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს" - ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი.