"ლავრა დგას, სოფია დგას - ე.ი კიევი დგას, უკრაინა დგას. დგას და გაუძლებს. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს"
"ლავრა დგას, სოფია დგას - ე.ი კიევი დგას, უკრაინა დგას. დგას და გაუძლებს. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევ-პეჩერის ლავრაში სიტყვით გამოსვლისას.
კიევ-პეჩერის ლავრაში, უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სასულიერო პირების ერთობლივი ლოცვა დაბომბვის შემდეგ პირველად გაიმართა
შეგახსენებთ, რომ რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა 15 ივნისს დაბომბეს. დაიღუპა 4 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.