კირ სტარმერი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობითაა დაინტერესებული
კირ სტარმერი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობითაა დაინტერესებული, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Observer ავრცელებს და წერს, რომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტი, რომელსაც ამჟამად მარკ რუტე იკავებს, 2028 წელს გათავისუფლდება, იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილება წევრი ქვეყნების თანხმობით არ გაგრძელდება.
გამოცემა წერს, რომ სტარმერს NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე პრეტენზიისთვის ბრიტანული მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.
როგორც Observer-ი წერს, ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას NATO-ს წევრი ყველა ქვეყნის პოლიტიკური თანხმობას სჭირდება.
კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტიდან 22 ივნისს გადადგა.