მსოფლიო / 29-06-2026

"არჩევნები განსაზღვრულ ვადებსა და კანონთან მკაცრ შესაბამისობაში ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება"

"არჩევნები განსაზღვრულ ვადებსა და კანონთან მკაცრ შესაბამისობაში ჩატარდება... დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება" - აცხადებს პუტინი თავისივე პარტიის, "ერთიანი რუსეთის" წინასაარჩევნო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ წინასაარჩევნო ყრილობაზე პუტინის პარტიამ, ერთიანმა რუსეთმა სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა - სიაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ბავშვთა უფლებების საკითხებში ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი და რუსეთის სამხედრო ახალგაზრდული მოძრაობა „იუნარმიის“ მთავარი შტაბის უფროსი ვლადისლავ გოლოვინი.