კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წარუდგინეს. ბრალდება მოიცავს მკვლელობის ოთხ მუხლს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წარუდგინეს. ბრალდების თანახმად, მას 1996 წელს კუბელი დევნილების ჯგუფის ორი თვითმფრინავის ჩამოგდებას ედავებიან.
გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა, სისხლის სამართლის ბრალდებები მაიამიში გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად წარადგინა. ბრალდების წარდგენა ორგანიზაცია „ძმები გადასარჩენად“ მსხვერპლთა პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაემთხვა
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ ბრალდების დასკვნას, რომელიც რაულ კასტროსა და კიდევ რამდენიმე პირს აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში ადანაშაულებს“ - თქვა ბლანშმა.
ბრალდება მოიცავს მკვლელობის ოთხ მუხლს, ასევე თვითმფრინავის განადგურებას. კასტრო ამ მომენტისთვის ახლა 94 წლისაა.