მსოფლიო / 21-05-2026

"ყელში ამოვიდა უკრაინისთვის ამ მუდმივი საფრთხის არსებობა - რომ რუსებმა შესაძლოა რომელიმე მომენტში ბელარუსი ომის გაფართოებაში ჩაითრიონ"

„სამხედროებთან, დაზვერვასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დეტალურად განვიხილეთ, თუ რა ხდება ამჟამად ბელარუსი-ბრიანსკის ოლქის მიმართულებაზე. სწორედ აქედან განიხილავენ რუსები უკრაინაზე დამატებითი თავდასხმების სცენარებს ჩრდილოეთ რეგიონების წინააღმდეგ, ჩვენი ჩერნიჰივ-კიევის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენი დაცვა გავაძლიეროთ. შესაბამისი დავალებები სამხედრო სარდლობას უკვე მიეცა, თუმცა ამასთანავე, ცალკე ვდგამთ პრევენციულ ნაბიჯებს როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის იმ კონკრეტული ნაწილების მიმართ, საიდანაც საფრთხე მოდის.

იმედი მაქვს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად აქტიური იქნება ბელარუსთან დაკავშირებულ დიპლომატიურ მუშაობაში: საჭიროა ზეწოლის გაძლიერება და ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციის გამკაცრება. სიმართლე გითხრათ, უკვე ყელში ამოვიდა უკრაინისთვის ამ მუდმივი საფრთხის არსებობა - რომ რუსებმა შესაძლოა რომელიმე მომენტში ბელარუსი ომის გაფართოებაში ჩაითრიონ. იქ უნდა ესმოდეთ: შედეგები მათთვის აუცილებლად დადგება და ეს შედეგები მნიშვნელოვანი იქნება. ამ საფრთხესთან დაკავშირებით დამატებითი დავალებები მიიღო ჩვენმა დაზვერვამაც - ჯერჯერობით არასაჯარო დავალებები. ცალკე რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას: ჩვენ აქაც გვაქვს კონკრეტული შესაძლებლობები, რათა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირება მოვახდინოთ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.