"ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ"
"ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, იმ პირობით, თუ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე.
ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკის, ისრაელის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის.
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს განუცხადა, რომ იგი მოწოდებულია მიაღწიოს ამ მიზნებს, რომლებსაც იზიარებენ აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონალური მოკავშირეები მომავალ მოლაპარაკებებში. ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა არ მოიცავს ლიბანს" - წერია ისრაელის პრემიერი მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.