მსოფლიო / 08-04-2026

"ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების გამარჯვება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და ჩვენმა სამხედრო ძალებმა გახადეს შესაძლებელი"

"ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების გამარჯვება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და ჩვენმა სამხედრო ძალებმა გახადეს შესაძლებელი. ოპერაცია ეპიკური მრისხანების დაწყებისთანავე პრეზიდენტი ტრამპი ვარაუდობდა, რომ ეს 4-6 კვირიანი ოპერაცია იქნებოდა.

ჩვენი მეომრების დაუჯერებელი შესაძლებლობების წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს ძირითად სამხედრო მიზნებს 38 დღეში.

ამ თემაზე დამატებით ინფორმაციას ხვალ დილით ომის მდივანი, პიტ ჰეგსეტი და თავმჯდომარე კეინი მოგვაწვდიან!

ჩვენი სამხედროების წარმატებამ შექმნა მაქსიმალური ბერკეტი, რამაც პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს საშუალება მისცა ჩართულიყვნენ რთულ მოლაპარაკებებში, რამაც, თავის მხრივ შექმნა შესაძლებლობა დიპლომატიური გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა მოახერხა ჰორმუზის სრუტის გახსნა" - წერს თეთრი სახლის პრესსპიკერი, ქეროლაინ ლევიტი X-ზე.