საზოგადოება / 20-03-2026

"ისრაელი და შეერთებული შტატები იცავენ მთელ ახლო აღმოსავლეთს და, გავბედავ და ვიტყვი, რომ მთელ მსოფლიოს"

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ. ისრაელი და შეერთებული შტატები იცავენ მთელ ახლო აღმოსავლეთს და, გავბედავ და ვიტყვი, რომ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვიმარჯვებთ და ირანი განადგურებულია. ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე

...ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება, ომი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ხალხს ჰგონია.

...არ ვარ დარწმუნებული, ვინ მართავს ამჟამად ირანს. მოჯთაბა ხამენეის სახე არ გამოუჩენია.

...ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ვინმეს შეუძლია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრას, რა გააკეთოს? კარგით. აშშ-ის პრეზიდენტი ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა მიაჩნია ამერიკისთვის სასიკეთოდ. ისრაელსა და აშშ-ს მჭიდრო კოორდინაცია აქვთ ირანთან მიმდინარე ომში.

ჩვენ ელვისებური სისწრაფით ვაღწევთ მიზნებს. მსოფლიო ძალიან დიდ ვალშია პრეზიდენტ ტრამპის წინაშე" - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.