"ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას რეგიონში პარტნიორებთან დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშესაწყობად"
„მოვუწოდებთ ირანს და მის პროქსი ჯგუფებს - დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები და პატივი სცენ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს უშიშროების საბჭოს 2817 რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც სრულად უნდა შესრულდეს...
ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას რეგიონში პარტნიორებთან დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშესაწყობად. ის მზადაა, წვლილი შეიტანოს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია დაძაბულობის შესამცირებლად და საომარი მოქმედებების დასრულების, ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებისა და მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის, წერტილის დასმისკენ“ - ევროპული საბჭოს განცხადება.