"ის [შეხვედრა] იმართება, როდესაც ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი"
"შეხვედრა, რომელიც გაიმართება ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის, არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი. ის იმართება, როდესაც ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი.
ეს არის მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის პერიოდის განმავლობაში.
ამ შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც ამ შეჩერებამდე მიგვიყვანა და შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილება. ეს გარემოებები საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევაა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში ჰქონდა აღებული, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების საკვანძო სფეროებში" - განუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა Euroscope-ს.