კულტურა / 04-02-2026

"ის მიზნები, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია"

„საქართველოში მისი დამოუკიდებლობის შემდგომ, მართლაც უმნიშვნელოვანესი განათლების რეფორმა ტარდება. ყველა ასეთი დიდი და მასშტაბური რეფორმა გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება თავიდან. აქაც ჩანს, რომ ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია და რომ რეფორმა აუცილებლად პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს. საქართველოს ასობით უნივერსიტეტიდან რეიტინგში არცერთი მათგანი არ შედის - ეს არის სამწუხარო რეალობა. სამწუხაროა რეალობა, რომ ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა სურთ - ცალკეულ ადამიანებს აქვთ ამისი საშუალება, ზოგი ვერ ახერხებს. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებული განათლების დონე არ აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტს. ჩვენი მიზანია მაღალი სტანდარტის შექმნა როგორც უმაღლესი განათლების, ასევე საშუალო განათლების საკითხებში. ამას აუცილებლად მივაღწევთ, იქნება კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაცია პროფესორ-მასწავლებლებთან, ყველა აქტორთან, ვინც დაინტერესებულია

ამ საკითხით და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და დადებითი ჩვენი საზოგადოებისთვის... ის მიზნები, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია. ყველა დანარჩენი შემადგენელი ნაწილი თუკი რაიმე სახით წუხილს იწვევს პროფესორ-მასწავლებლებში თუ სხვა აქტორებში, ეს საკითხები მსჯელობისა და კომუნიკაციის ხარჯზე გადაწყდება. ისიც გასათვალისწინებელი და გასააზრებელია, რომ ცალკეული რადიკალური ძალები ცდილობენ ამაში წყალი აამღვრიონ და თავისთვის პოზიტიური შედეგები მიიღონ. ყველაფერი გაკეთდება - მინისტრის მოადგილე ხვდება შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ეს კომუნიკაცია გრძელდება. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია უნივერსიტეტების გაერთიანების თვალსაზრისით, მხოლოდ პოზიტიურად იქნება აღქმული და შედეგობრივად იქნება მიღწეული საზოგადოებისთვის - პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის და მათი მაღალი სტანდარტის განათლებისთვის“ - ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი.