არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge
„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.
2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:
- კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
- პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
- სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
- საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა;
- საბანკო სამართალი;
- ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
- მონაცემთა მეცნიერება;
- iOS დეველოპმენტი;
- მარკეტინგი;
- ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
- ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.
ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge