"ფასნამატის შემცირება უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენი აზრით, არასწორი პრაქტიკა იწვევს ამ ყველაფერს"
„86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც, ვფიქრობთ, მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია.
ასევე, დამატებით მინდა, კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები გითხრათ. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი – 2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8 261 000 000. 4.7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის განმავლობაში.
როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს. ეს არის მარტივი ეკონომიკური ლოგიკა. თუმცა, თუ ნახავთ ამ ხარჯების წილს, 2011 წელს წილი იყო 34 პროცენტი და 2024 წელს იყო 35 პროცენტი, ანუ გაზრდილიც კი არის ეს მაჩვენებელი, რაც ალოგიკურია.
ვფიქრობთ, ესეც გვიჩვენებს იმას, რომ ფასნამატის შემცირება უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენი აზრით, არასწორი პრაქტიკა იწვევს ამ ყველაფერს, მათ შორის, ე.წ. ქეშბექი" განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.