საზოგადოება / 10-02-2026

"დიალოგი, აზრთა გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს"

"დიალოგი, აზრთა გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს. საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი არჩევითი ორგანოების, აკადემიური საბჭოების, სენატის პოზიცია.

მინდა, საგანგებოდ მადლობა მოვახსენო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მთელი ეს პრობლემა, მთელი ეს პროცესი უპირველესად უნივერსიტეტის წიაღიდან დაინახა" - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.