მსოფლიო / 25-02-2026

"ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა პუტინი მიხვდება, რომ მას მოგება არ შეუძლია"

„ამ კოალიციაში ჩვენ ვმუშაობთ საიმედო უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რომ უკრაინა აღარასდროს აღმოჩნდეს ამ აგრესიის წინაშე. ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ: ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა პუტინი მიხვდება, რომ მას მოგება არ შეუძლია.

სწორედ ამის გამო უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, ჩვენ უნდა დავაშროთ მოსკოვის ომის დაფინანსების წყარო... მოსკოვი არ არის ისეთი ძლიერი, როგორსაც ისურვებდა, მსოფლიო ხედავდეს - რუსეთი ვერ იგებს" - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე ვიდეომიმართვაში.