"ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც დიქტატორებს ესმით"
"რა არის ცხოვრებაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი? რა არის მისი ნამდვილი აზრი? - ამას მხოლოდ მაშინ იგებ, როდესაც შენს ქვეყანასა და შენს ქალაქში ომი მოდის - როდესაც კიევის ცენტრში დივერსანტებს აკავებენ, როდესაც ქუჩის ბრძოლების საფრთხე აღარ არის თეორიული და სახიფათოდ ახლოს იგრძნობა, როდესაც ხედავ დაღუპულთა ცხედრებს და როცა მტერი სულ უფრო ახლოს მოდის. ამ მომენტში მნიშვნელობა აღარ აქვს ფულს, ტიტულებსა თუ მიღწევებს. მნიშვნელოვანია მხოლოდ შენი ფასეულობები, შენი მორალური კომპასი - ის ერთადერთი რამ, რასაც ვერავინ წაგართმევს. სწორედ ეს გაძლევს ძალას, დაიცვა შენი ქვეყნის მომავალი, შენი ოჯახი და საკუთარი თავი.
სრულმასშტაბიანი ომის ოთხი გრძელი წელი. თავგანწირვის ოთხი წელი. და სიმამაცის ოთხი წელიც. ოთხი წელი და ოთხი გაკვეთილი: უკრაინული მედეგობა გაუტეხელია. ჩვენი ნებისყოფის წყალობით ჩვენ არასოდეს დავნებდებით.
დემოკრატიული ღირებულებების დაცვა მხოლოდ უკრაინული სისხლით შეუძლებელია. ჩვენ არ გთხოვთ ჩვენს ნაცვლად ბრძოლას. ჩვენ გთხოვთ, შემოუერთდეთ ჩვენს საერთო ბრძოლას. და ჩაკეტოთ ცა უკრაინის თავზე. სისუსტე იწვევს შემოჭრას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ჯარს, ჩვენს ინდუსტრიას, ჩვენს ძალას. ჩვენ აღარასოდეს ვიქნებით სუსტები. ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც დიქტატორებს ესმით. ოთხი წელი. კვლავ ფეხზე ვდგავართ. კვლავ ვიბრძვით. გაუმარჯოს უკრაინას. გაუმარჯოს თავისუფლებას. დიდება უკრაინას!" - კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.