"ეს არის აბსოლუტურად მკაფიო ინდიკატორები, რომლებიც პუტინის საომარი პოლიტიკის კრახს ასახავს“
"ჩვენ ასევე მოვიპოვეთ შიდა რუსული დოკუმენტები, რომლებიც აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების საზოგადოებრივ განწყობებს აფასებს. ამჟამად რუსებში შფოთვის დონე უკვე უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი კურსკის ოპერაციის დროს იყო და 50%-ს აჭარბებს. რუსების 66% თავის ფინანსურ მდგომარეობას უკვე მძიმედ მიიჩნევს. 80%-ზე მეტს კი სჯერა, რომ რუსეთში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია.
ეს არის აბსოლუტურად მკაფიო ინდიკატორები, რომლებიც პუტინის საომარი პოლიტიკის კრახს ასახავს“ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ, ოლეგ ლუჰოვსკისთან შეხვედრის შემდეგ.