"ბელარუსის მხრიდან აგრესიისთვის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა შეწყდეს"
"ბელარუსში, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, დასასრულს უახლოვდება საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების შესანახი ბაზების მშენებლობა, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების გარდა სხვა არანაირი აზრი არ გააჩნიათ. ეს არის კობრინი - კოველი, ივანოვე - მანევიჩი, ლუნინეცი - სარნი, რეჩიცა - კოროსტენი და ჰომელი - ჩერნიჰივის სასაზღვრო მიმართულებები. ვიცით, რომ რუსულ დოკუმენტებში ეს აღწერილია კონკრეტულად ეგრეთ წოდებული сво-ს (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) ამოცანების კონტექსტში.
ბელარუსმა უკრაინისგან მიიღო საჭირო სიგნალები ამგვარ საქმიანობასთან, ისევე როგორც რუსეთთან მათი კოლაბორაციის ყველა სხვა ფორმატთან დაკავშირებით, რაც ომის გაჭიანურებასა და მასშტაბების გაზრდას ემსახურება. ბელარუსმა იცის, რა ნაბიჯებია საჭირო მისი მხრიდან მშვიდობისთვის. ბელარუსის მხრიდან აგრესიისთვის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა შეწყდეს. დეესკალაციისა და მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯები სწორედ ბელარუსულმა მხარემ უნდა გადადგას.“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ, ოლეგ ლუჰოვსკის მოხსენებაზე დაყრდნობით.